საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო

19 აგვისტო 2025, 11:58 142 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა. 

ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა.

სადღესასწაულო ლიტურგიაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში