„ჰამასი“ მზად არის ნებისმიერი წინადადებისთვის, რომელიც ომს დაასრულებს

07 სექტემბერი 2025, 12:03 126 ნახვა

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერი წინადადებისთვის, რომელიც ომს დაასრულებს. „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ „ადასტურებს მზადყოფნას ნებისმიერი იდეისა თუ წინადადების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, ისრაელის ძალების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან, ჰუმანიტარული დახმარების უპირობო დაშვებას ანკლავში და ტყვეთა რეალურ გაცვლას სერიოზული მოლაპარაკებების გზით, მესამე მხარეების შუამავლობით“. 

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ დელეგაცია გაგზავნა კაიროში მოლაპარაკებებისთვის. ცნობისთვის, ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლაზე მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებთან. ისრაელში გავრცელებული ცნობებით, შუამავლებს სურთ, ისრაელს წარუდგინონ წინადადება, რომელიც ომს სრულად დაასრულებს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი