ხელვაჩაურიის დღეები 2025

07 სექტემბერი 2025, 20:18 212 ნახვა

„ხელვაჩაურის დღეების“-  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა მუნიციპალიტეტში, რომელსაც ტრადიციულად მესამე წელია გონიოს ციხე მასპინძლობს. ხელვაჩაურის დღეები აერთიანებს ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან დღესასწაულებს  როგორიცაა „მაჭახლობა“ და „კოლხობა“. სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, საჯარო სკოლებისა და ხელვაჩაურის თოჯინების თეატრის სტენდებს.

გამოფენა ადგილობრივებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს. მოგვიანებით კი საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის საპატიო ტიტულები გადაეცათ მოქალაქეებს შემდეგ ნომინაციებში „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქე“, „ხელვაჩაურის დამსახურებული მოღვაწე“ და  „2025 წლის ხელვაჩაურელი“ - ისინი ხელვაჩაურის მერმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

შეკრებილებს სცენიდან ხელვაჩაურის დღეები მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  რაც შეეხება კულტურულ პროგრამას.  აჩვენეს ვიდეორგოლი  „მაჭახლობისა“ და „კოლხობის“ შესახებ ასევე სცენა დაეთმო  ანსამბლ „ათძალს“ .რომელმაც რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა შემდეგ კი  ჯგუფი „ურსას“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება  საღამო  ფოიერვერკით დასრულდა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი