სასამართლო პროცესი

22 მაისი 2017, 00:00 1826 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველს მოუსმინეს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მან სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და მიკერძოებულია.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. გიორგი პაპიძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, კარლო სურგულაძე კი წინა სასამართლო  პროცესზე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 19 ივნისს 15 საათზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში