ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დაწესებულებაში სრულად გარემონტდა ემერჯენსი ,საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.
ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე