ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპულ ბიუროკრატიაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე - პრემიერი

03 ოქტომბერი 2025, 14:27 85 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე.

„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. მათ შორის, არის კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე და იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც არის დრეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. რაც შეეხება ქალბატონ ლიზა იასკოს, მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი“, – განაცხადა პრემიერმა.



 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე