შეხვედრა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთან

20 ოქტომბერი 2025, 17:58 130 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს, შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს საქმის, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.

პროკურორის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრმა ისაუბრეს სასამართლოს მიერ გაცემულ დაპატიმრების ორდერებზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვერპლთა ინტერესების დაცვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში