ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

24 ოქტომბერი 2025, 14:53 127 ნახვა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიესაჯა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ გაიაზრა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და უძილაური დამნაშავედ ცნო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში.

უვადო პატიმრობას ბრალდების მხარე, პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვდა. გელა უძილაური, რომელმაც მკვლელობა აღიარა, ამტკიცებდა, რომ დანაშაული შეკვეთილი არ ყოფილა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა, ხალხმრავალ ადგილზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად, ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე