პოლიტიკური შეფასება

26 ოქტომბერი 2025, 14:55 115 ნახვა

1 წელი საპარლამენტო არჩევნებიდან - თარიღს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილის თქმით, მათ მიიღეს გამოწვევა და ქართველ ხალხს შესთავაზეს მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის ყველაზე მკაფიო სურათი, მარტივ და გასაგებ ენაზე - არა ომს, კი მშვიდობას. შალვა პაპუაშვილის წერს, რომ  26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი.

„ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ“- წერია განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთი წლის წინ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და განვითარებული მოვლენები დღეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე