ლაშა სირაბიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. სხდომაზე, თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას მხარი, კომიტეტის წევრებმა, ერთხმად დაუჭირეს. მანამდე ლაშა სირაბიძე, უმაღლეს საბჭოში, იკავებდა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას, თუმცა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.