გადაწყვეტილება  გონიოელების  სასარგებლოდ

06 ივნისი 2017, 00:00 2493 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გონიოელების სასარგებლოდ.  მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ, ბათილად ცნო 2016 წლის 27 ივნისის და 15 სექტემბრის მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,  55 ოჯახს მიწის საკუთრების აღიარების უფლება აღარ ჰქონდა. გარდა ამისა, დღევანდელი გადაწყვეტილებით მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს. დავის წაგებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს 4 ათას 600 ლარის გადახდაც დაეკისრა. გონიოელების უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იცავს. 

ამავე კატეგორიაში