წულუკიანს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაზე შეკითხვები აქვს

13 ივნისი 2016, 00:00 2637 ნახვა

,,საკონსტიტუციო სასამართლო  საქმეების განხილვასთან დაკავშირებით რიგითობის პრინციპს არღვევს”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, არსებულ კითხვებზე  პასუხებმა უნდა აჩვენოს, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, მისი თავმჯდომარე და პირველი კოლეგია პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი, DდაAასევე არის თუ არა ეს ინსტიტუტი ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში. იუსტიციის მინისტრი  მიიჩნევს, რომ  სარჩელის განხილვის დროს რიგითობის პრინციპი ირღვევა, ერთ-ერთ მაგალითად  კი „რუსთავი 2”-ის შვიდი საკონსტიტუციო სარჩელი მოჰყავს. მისივე თქმით, რიგითი მოქალაქეები 2013, 2014, 2015 წლებიდან ელოდებიან საჩივრის განხილვას ან პასუხის მიიღებას. თეა წულუკიანს შეკითხვები აქვს ასევე სარჩელების არსებით განხილვასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში