ყოფილი პოლიციელი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20 სექტემბერი 2017, 00:00 2221 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი 10 ათას ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლება მოსამართლემ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების მოტივით დააკმაყოფილა და საქმე არსებით განხილვაზე გაიტანა. ადვოკატ მზია დიასამიძის თქმით, არჩილ დევრიშაძე მტკიცებულებების მოპოვების პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და  მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენს.

ასევე არ არსებობს მიმავლის საფრთხეც. არჩილ დევრიშაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის  ჩადენას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 21 ივლისს არჩილ დევრიშაძემ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქე რომან ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ პოლიციელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში