ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი სასტიკად სცემა და ჭრილობები მიაყენა

19 ივნისი 2016, 00:00 2892 ნახვა

ყოფილმა ქმარმა ბათუმში 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და დაჭრა. ინფორმაციას და ვიდეო მასალას ფაქტთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაზარალებულს თავის არეში ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება ხელის არეში, მთელ სხეულზე კი ცემის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. შემთხვევა 10 ივნისს, საღამოს, ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 126 1-ე ოჯახური ძალადობის მუხლით. შსს-ს ცნობით, დანაშაული გახსნილია, დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა, რომელის ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულზე ძებნა, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ამავე კატეგორიაში