„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე 54.6% ლიდერობს

22 ოქტომბერი 2017, 00:00 4969 ნახვა

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ხმათა 54.6% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ კი ამომრჩეველთა 25.86% მხარდაჭერა მოიპოვა. მესამე პოზიციაზეა ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თენგიზ თავდგირიძე - 6.38%-ით.

ცესკომ თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ბათუმში სულ 103 საარჩევნო უბანია. ამ ეტაპისთვის კი მხოლოდ 32 უბნის მონაცემებია დათვლილი.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ პეტრე ზამბახიძე - 5.55%, ‘’ლეიბორისტული პარტია’’ ჯელალ ქიქავა - 3.34%, პოლიტიკური გაერთიანება "საქართველო ერთობისა და განვითარებისთვის" - კახაბერ ციკარიძე 0.67%. 

ამავე კატეგორიაში