ავარიის დროს დაშავებულ ერთ მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა

29 ოქტომბერი 2017, 00:00 4346 ნახვა

ქედაში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 5 მოსწავლე მკურნალობის კურსს, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადის. ერთ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მოზარდს ოპერაცია ღამით გაუკეთეს. სამედიცინო დაწესებულების პედიატრის ხათუნა კაკაბაძის განცხადებით პაციენტები დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვნებს მრავლობითი მოტეხილობები და სხვადსხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებოდათ. რაც შეხება მეექვსე მოსწავლეს, ის ქედის საავადმყოფოში იმყოფება. მედიკოსების თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და ბათუმში გადმოყვანის აუცილებლობა არ იყო. 

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ქედაში, სოფელ გობრონეთთან მოხდა. სხალთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის კარები შემთხვევით გაიღო, რის გამოც ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადმოვარდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 - ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში