ქედაში ტყე იწვის

21 ნოემბერი 2017, 00:00 5860 ნახვა

ქედაში სოფელ ორცვასა და ძენწმანის საზღვარზე ტყე იწვის. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის მასშტაბები. ადგილობრივების ინფორმაციით, შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

ქედის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურები ადგილზე უკვე მიემართება. მერის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებიდან მოშორებითაა, თუმცა წინასწარ მისი გავრცელების საფრთხეზე ვერ საუბრობენ. ლევან გორგილაძის თქმით, მიმდინარეობს ასევე მოსახლეობის მობილიზება საჭიროების შემთხევაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩასართავად.

ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფიც მიემგზავრება და დეტალურ ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში