ოპოზიციამ ხულოში საფინანსო სამსახურის ანგარიში გააპროტესტეს

01 დეკემბერი 2017, 00:00 2970 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხულოს საკრებულოს სხდომა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საფინანსო სამსახურის  2017 წლის 9 თვის ანგარიში გააპროტესტეს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ მილიონ ნახევარი ლარი ხულოს მერიამ ვერ აითვისა, რაშიც იგი თვითმმართველობას ადანაშაულებს.

ბრალდებას საკრებულოს თავმჯდომარე უსაფუძვლოს უწოდებს, საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე კი განმარტავს, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე თავის დროზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა, რამაც თანხების აუთვისებლობა გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში