7 ვაკანსია ქობულეთის მერიაში

06 დეკემბერი 2017, 00:00 6886 ნახვა

ქობულეთის მერიამ შვიდ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.
ვაკანტურია პირველადი სტრუქტურული ერთეულების:  შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელების; მეორადი სტრუქტურული ერთეულის: სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების  პოზიციები.

სამსახურის ხელმძღვანელი, ხელფასის სახით, 1000 ლარს, მეორადი კატეგორიის სპეციალისტი – 560-ს, მესამე კატეგორიის სპეციალისტი კი 530 ლარს მიიღებენ.

კონკურსანტებს  ბაკალავრის ხარისხის ქონა ესაჭიროებათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge უნდა გაგზავნონ.

კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება: პირველ  ეტაპზე განცხადებება გადაარჩევენ, მეორეზე ზეპირ დავალებას შეასრულებენ, მესამე ეტაპი კი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას დაეთმობა

ამავე კატეგორიაში