ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

26 ივნისი 2016, 00:00 2599 ნახვა

გუშინ ღამით, ავარიის დროს დაშავებულ ქვეითად მოსიარულესა და მოპედის მძღოლს, რეფერალური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით, ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუართან მყოფ მამაკაცს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად მოგლეჯილია ტროტუარის ბოძკინტი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი ღია მოტეხილობებით და სისხლდენით, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს ინფომაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილო მოპედის მძღოლიც. ფაქტზე გამოძიება 124 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში