წინასაახალწლო სამზადისი

21 დეკემბერი 2017, 00:00 3493 ნახვა

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები  25 დეკემბერს ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად გაგრძელდება. ქობულეთში წელს  ბათუმის მერიისგან დროებით სარგებლობაში გადაცემული ნაძვის ხე დაიდგმება. გაიმართება საბავშვო კონცერტები, მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლ „მხედრულის” წევრებიც.

გამოვლინდებიან წლის წარმატებული ქობულეთელები. 31 დეკემბერს კი სანტა კლაუსების მხიარული მარათონი დაიწყება. წელს ჩატარდება „ორიგინალური ნაძვის ხის “კონკურსიც. საახალწლო გალა კონცერტი ბიზნესმენ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის თანადაფინანსებით გაიმართება. კონცერტზე ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე იმღერებენ. საღამოს კი დიჯეი „რემბო “დაასრულებს.

ამავე კატეგორიაში