დატოვებს თუ არა არჩილ ხაბაძე თანამდებობას?

28 ივნისი 2016, 00:00 4720 ნახვა

რეგიონის პირველი პირი შესაძლოა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე გახდეს. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ მმართველ გუნდში, თუმცა საკადრო ცვლილებებს რეგიონში წინასაარჩევნოდ არ გამორიცხავენ. პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ არჩილ ხაბაძე გადადგომის შესახებ განცხადებას 6 ივლისამდე გააკეთებს. რეგიონის პარტიული ლიდერი ირწმუნება, რომ მთავრობის თავმჯდომარე არ შეიცვლება. ირაკლი ჭეიშვილი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მთავრობის იმპიჩმენტის შესახებ უტოპიას უწოდებს. საკადრო ცვლილებებს, თუნდაც არჩევნებამდე 3 თვით ადრე პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევენ აკაკი ძნელაძე და ლადო მგალობლიშვილი, რომლებიც პარტიული სიის მოწინავე რიგებში მოიაზრებიან. მთავრობის იმპიჩმენტის საკითხის ინიციატორი პეტრე ზამბახიძე - ხაბაძისა და მისი გუნდის გადადგომას ოპოზიციის გამარჯვებად მიიჩნევს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში