გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის სასამართლო პროცესი

28 ივნისი 2016, 00:00 3810 ნახვა

ამ წუთებში გონიოს მიწებთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებული ენვერ ირემაძისა და გურამ მიქელაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პოლიცია მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავება, რაც სამართალდამცველებისათვის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 400 ლარამდე ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან 90 დღით პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს დაცვის მხარე მტკიცებულების სახით ვიდეო მასალას წარადგენს, დღეს სავარაუდოდ დაიკითხება სახალხო დმცველის წარმომადგენელი აჭარაში. გადაწყვეტილებას დღეს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე მიიღებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში