გონიოს მიწებზე დავა გრძელდება

29 ივნისი 2016, 00:00 2870 ნახვა

ათ დღიანი აქციის ფონზე ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლო განხილვის თემა გახდეს. გონიოლების დავა გაუქმებულ საკუთრების მოწმობებზე გრძელდება. საქმე ეხება იმ პირებს, რომელთაც ჯერ დაკანონებულ და შემდეგ ჩამორთმეულ მიწებზე სასამართლოში იდავეს. მათ მიმართ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ  ხელვაჩაურის 2010 წლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოების აქტში კი განმარტა, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილება მიიღოს იმ მოქალაქეთა ნაწილში, რომელზეც სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება. ძალაში დარჩა ძველი გადაწყვეტილება იმ პირების მიმართაც, რომლებსაც მიწები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის დაცვის ზონაში ჰქონდათ დაკანონებული. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება განხილვის თემა გახდა მესამე სექტორისთვის. იურისტები მის სადავო მხარეებზე საუბრობენ და სპეციალურ ანგარიშს ამზადებენ. კომისიაში აცხადებენ, რომ მათ გადაწყვეტილება მოქალაქეების სასარგებლოდ მიიღეს და მოდავე 217 ოჯახიდან უმრავლესობა საკუთრების დაბრუნებას შეძლებს. თუმცა კონკრეტულად ვის ეძლევა შანსი აღიდგინოს უფლების მოწმობა  – საკუთრების აღიარების კომისიას სუბიექტების ჩამონათვალი ოქმში არ მიუთითებია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში