მაგისტრალტან მცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვენ

04 ივნისი 2018, 00:00 3353 ნახვა

ბათუმს შემოერთბულ ტერიტორიაზე, მახვილაურის დასახლებაში, 10 ოჯახი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და სახლებიდან რამდენიმე მეტრში ავტობანის მშენებლობის გამო კომპენსაციას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 2 წლის წინ მათ განსახლებასაც დაჰპირდნენ, თუმცა ახლა არანაირ სიაში აღარ არიან. ამ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება.


საქართველოს გზების დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ და ოჯახებს მოუწოდებენ უწყებას მიმართონ და წარუდგინონ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. მათი თქმით ამის შემდეგ გაირკვევა რამდენ მეტრშია გზიდან კერძო საკუთრება და ექვემდებარება თუ არა კომპენსაციას.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი