სამხედრო სავალდებულო გაწვევა -კანონპროექტის განხილვა გადაიდო

18 მარტი 2019, 00:00 1442 ნახვა

დისკრიმინაცია რელიგიური კონფესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების მიმართ- ასე აფასებს საზოგადოების ნაწილი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელზეც დეპუტატებს დღეს უნდა ემსჯელათ, თუმცა განხილვა გადაიდო.  კანონპროექტი ინიციატივის გახმოვანებისთანავე გახდა , როგორც  ოპოზიციონერი დეპუტატების განსჯის საგანი, ასევე რელიგიური კონფესიების.

მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებენ. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე   პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. გამონაკლისია მართლმადიდებლური ეკლესია. „გირჩს“ სამხედრო გაწვევის ჩაშლა სურს, მესამე სექტორი კი ინიციატივას დისკრიმინაციულს უწოდებს. თავად ინიციატივის ავტორი ოპონენტებს ურჩევს, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში