იტალიაში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

22 მაისი 2019, 21:15 2928 ნახვა

საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სიენა-ფლორენციის გზაზე მიმავალ ტურისტულ ავტობუსში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  პრესსამსახური განმარტავს, რომ პირველადი ინფორმაციით სხეულის დაზიანება საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მიუღია და ახლა კონსული არკვევს მათ მდგომარეობას. იტალიაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი.  4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპული ქალი ტურისტული ჯგუფის გიდია.

ავტობუსი, რომლითაც 50-ზე მეტი მგზავრი, ძირითადად   რუსი, სომეხი, ბელარუსი, უკრაინელი, მოლდაველი და რუმინელი ტურისტები მგზავრობდნენ, გზიდან გადავიდა და გადატრიალდა. თვითმხილველთა თქმით, მგზავრები გადატრიალებულ ავტობუსში დაბლოკილები აღმოჩნდნენ. შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მუშაობენ. ავტობუსის მძღოლს სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებისა და ალკოჰოლის შემცველობაზე ამოწმებენ.

    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი