წელს შვებულება საქართველოში გაატარეთ - საქართველოს პრეზიდენტი

05 ივლისი 2019, 12:57 1614 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, წელს შვებულება საქართველოში გაატარონ. 

პრეზიდენტმა ამის შესახებ, აჭარის მთავრობაში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

''მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, საქართველოსი გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას მომავალ კვირასაც გავაკეთებ, ბათუმში ისევ ჩამოვალ კონფერენციაზე დასასწრებად'' - თქვა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რეგიონის მთავრობის წევრებს ტურიზმის სფეროზე ესაუბრა.  

''საინტერესო შეხვედრა იყო. რეგიონში ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. სტატისტიკა მზარდია ტურიზმის კუთხითაც. ვიცით, რომ დღეს ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობს. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ  რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ ქვეყნისთვის და ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანია'' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში