დე ფაქტო ოსეთის განმარტებები და ე.წ. ულტიმატუმი

30 აგვისტო 2019, 17:19 1058 ნახვა

დე ფაქტო „საგარეო უწყება“ - კატეგორიულად მოითხოვს  საქართველოს ხელისუფლებისგან უკანონო სამუშაოების შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
 

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობას „სიტუაციის გააზრებულად და დემონსტრაციულ გამწვავებად“ აფასებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა. მასში ნათვქამია, რომ რომ ქართული მხარის ქმედებამ შესაძლოა, არა მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

განცხადება გაავრცელა „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც,  რომლითაც პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მხარე არ წყვეტს თავისი რევანშისტული განცხადებების გაკეთებას და ამით კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას "სამხრეთ ოსეთის" "საზღვარზე", განცხადებაში ნათქვამია, რომ  საქართველოს მხარის მოქმედებები სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში