აჭარის ქართული ჭიდაობის პრეზიდენტად კვლავ ჯემალ წულუკიძე აირჩიეს. ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად კი გელა ზოიძე დასახელდა, ასევე ვიცე პრეზიდენტები გახდნენ აკაკი მახარაძე, რუსლან შავაძე, რამინ ადუაშვილი, დავით მამულაძე და ვაჟა დავითაძე.
აირჩიეს გამგეობის 19 წევრი. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციაში არჩევნებს, წინ საანგარიშო საარჩევნო კონფერენცია უძღოდა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.