მცირე ბიზნესის დაფინანსება 30 000 ლარამდე გაიზრდება

24 აპრილი 2020, 15:42 1840 ნახვა

მცირე ბიზნესის წამოწყება, 30 ათას ლარამდე დაფინანსდება. ასევე, „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. თუ არ ვცდები, ის დაიწყო ხუთ ათასი ლარით და შემდგომ გახდა 15, 20 ათასი ლარი. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობაც გაგვეზარდა 40 მილიონამდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას"- აცხადებს პრემიერი

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ. სოფლის მეურნეობის სფეროში მიკრო საგრანტო სისტემა ისევ გაგრძელდება და გრანტების მოცულობა 30 ათას ლარამდე აიწევს.​ სესხისა და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი თუ, იყო 24 თვე გაიზარდა და 36 თვე გახდება. ასევე საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს იზრუნებს პროცენტის დაფინანსებაზე.

"ჩვენ ერთი პერიოდი ვმუშაობდით იმაზე, რომ „აწარმოე საქართველოს“ მიზნობრიობა გაგვეზარდა. ახლა ვხვდებით, რომ უკვე სხვა დროა, ახლა უკვე უნდა დავეხმაროთ ყველას, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება და სესხის ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების გაზრდა, ეს ის ინსტურმენტებია, რომლებმაც არსებულ კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ „აწარმოე საქართველოს“ ინსტრუმენტებით ან კომპანიებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ ამ ინსტრუმენტებით სარგებლობას, სახელმწიფო უმარტივებს რესურსზე წვდომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ერთწლოვანი კულტურის მოსაყვანად დაიწყება აგროკრედიტის გაცემა და სესხის პროცენტის სრული დაფინანსება. სესხების სავარაუდო ჯამური მოცულობა კი, 50 მლნ ლარი იქნება, ბენეფიციართა რაოდენობა კი 5 ათასი გახდება. 

სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირები 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან, ასევე ჩამოეწერებათ სარწყავი წყლის 2012 წლის შემდეგ დაგროვილი გადასახადი. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი