ახალი ტურისტული მარშრუტი

24 ივნისი 2020, 20:27 3612 ნახვა

ისტორიული აჭარის, ისტორიულ ჭვანის ხეობაზე მოგიყვებით. სახელი ჭვანა, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იმერეთის სოფელ ამაღლებიდან გადმოსულ ონოფრე ამაღლობელის სახელს უკავშირდება. ხეობაში მდებარე, სოფელი ხაბელაშვილები - გამორჩეული ბუნებით, ისტორიით, ტრადიციებით,  3 საუკუნოვანი ხის კოჭებიანი ხიდითა და წისქვილებით, ტურისტებისთვის საინტერესო ზონად იქცევა. ტურიზმის დეპარტამენტმა გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს  ტურისტული განვითარების გეგმა უკვე მზად აქვს. ამ ეტაპზე  დაგეგმილია ტურისტული ბილიკების მოწყობა, რომელიც  ისტორიულ ხიდს წისქვილების სოფლამდე დააკავშირებს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი