ელექტროენერგიის ჭარბი გადასახადი და მოუწესრიგებელი გზა ბეშუმში

24 ივლისი 2020, 20:31 1655 ნახვა

ალპურ ზონაში მდებარე ბეშუმი , რომელიც აჭარის სამთო კურორტების გამორჩეულ სიამაყეა. კურორტი საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მათთვის, ვინც ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან თავის დაღწევის გარდა, ჯანმრთელობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავს. ბეშუმს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, აქ, სასტუმროების ფასი 35 ლარიდან იწყება, 3 წლამდე ბავშვებისთვის კი უფასოა. თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დამსვენებლებს აწუხებთ, ელექტრო ენერგიის ჭარბი გადასახადია. როგორც ამბობენ, უწევთ გადაიხადონ იმაზე მეტი, ვიდრე მოიხმარენ. სასტუმროების მფლობელები კი მოუწესრიგებელ გზაზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, ტურისტების ნაკლებობის მიზეზია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი