მთიან სოფლებში უტრანსპორტობა უჭირთ

08 ოქტომბერი 2020, 20:02 1688 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ზამთარი რამდენიმე თვეს გრძელდება, სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს, თუმცა რეგულაციების გამო შეჩერებული ტრანსპორტი სოფლებში მცხოვრებლებისთვის რთული გამოწვევაა. ახლა მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტს ქირაობენ ან უცდიან, როდის გამოივლის ავტომობილი.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემებით მათთვის არ მიუმართავთ, ქედაში კი მგზავრები ქალაქის მიმართულებით,  მერიის თანამშრომლებს გადაჰყავთ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში