''გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და არაკორექტულ გამონათქვამებს'' - ჯუმბერ ვარდმანიძე

13 ოქტომბერი 2020, 11:43 852 ნახვა

"ბათუმელებმა" გუშინ, 12 ოქტომბერს, აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე "ბათუმელების" ჟურნალისტს აგინებს.

გამოცემის ცნობით, ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როცა ბათუმელების ჟურნალისტი ხელვაჩაურის მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის მიმართა.

''გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, ,,ბათუმელების” ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს, ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო'' - დაწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ხელვაჩაურის მერმა. 

დღეს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე ''ბათუმელების'' ჟურნალისტების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში