აჭარის მთავრობის სახლთან უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები მდუმარე აქციას მართავენ

16 ოქტომბერი 2020, 13:25 2432 ნახვა

ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან მდუმარე აქცია იმართება. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შედეგად,უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ შორის არიან სამორინეს თანამშრომლები. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა უკვე სამსახურის გარეშე არიან, არ ააქვთ ფინანსური შემოსავალი და საბანკო დავალიანებას ვერ იხდიან.

აჭარის მთავრობის სახლთან ამ ეტაპზე 8 ადამიანი შიმშილობს. მათ შორის ერთ-ერთი პირი, გიორგი გორგილაძე უკვე მეხუთე დღეა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის საბანკო სესხების გადავადება და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში