გადაიდება თუ არა არჩევნები?

17 ოქტომბერი 2020, 16:09 872 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების გადადება არ იგეგმება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეპიდვითარების გათვალისწინებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ამომრჩევლების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საარჩევნო კომისიებმა უსაფრთხო გარემოში იმუშაონ. რაც შეეხება კორონავირუსის მზარდ სტატისტიკას, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამედიცინო რესურსების სწორ მართვაზე კეთდება აქცენტი.

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ მოქალაქეების პასუხიმგებლობას, დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე აქვს გადამწყვეტი მნიშველობა.  ლელო საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს, აქვს ინიციატივა, კოვიდ რისკების გათვალისწინებით, არჩევნების საკითხზე სპეციალისტებთან ერთად პარლამენტში  იმსჯელონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში