კარტოგრაფების საქმე-საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გამოკითხვა

20 ოქტომბერი 2020, 17:51 225 ნახვა

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურა მოწმეთა დაკითხვას განაგრძობს.  საგამოძიებო უწყებაში განმეორებით გამოკითხვაზე ამჯერად, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე იმყოფებოდა. ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  სადემარკაციო კომისიის წევრებმა იმ დროისთვის ოპტიმალური შესაძლებლობებით იმოქმედეს, მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, ძიების პერიოდზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან სადელიმიტაციო კომისიას 2008 წელს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე სამუშაოში ჩართული არ იყო. რაც შეეხება გამოკითხვის შინაარსს, ვაშაკიძის განმარტებით, გაუთქმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რის გამოც ვერ ისაუბრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში