ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობა მერის პასუხისმგებლობის საკითხის დასმის საჭიროებას ვერ ხედავს

27 ოქტომბერი 2020, 15:00 1152 ნახვა

,,მერი პირველ რიგში არის ადამიანი“ - ასე ეხმიანება ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ  სახლის უკანონო მშენებლობას ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. მმართველი გუნდის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატობის კანდიდატი ნადიმ ვარშანიძე თვლის, რომ კანონის დარღვევისთვის თანამდებობის პირს უფრო მეტი მორალური პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.

რაც შეეხება ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ნადიმ ვარშანიძე შემთხევევას, ჭიქაში აგორებულ ქარიშხალს უწოდებს. მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების საჭიროებას ვერც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხედავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში