ვის აქვს პოსტ-საარჩევნო რევოლუციური გეგმა

28 ოქტომბერი 2020, 19:26 938 ნახვა

მმართველი პოლიტიკური  პარტია, პოლიტიკურ ოპონენტებს წინასაარჩევნოდ არაკანონიერი მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია მათ სხვადასხვა მეთოდით უპირისპირდება. მათი მტკიცებით, პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა დაიანგარიშეს ის თანხაც, რომელიც ოპონენტებმა სოციალურ ქსელებში არსებული ანგარიშების დასპონსორებისთვის გამოიყენეს​. „ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ ოპოზიცია შეიარაღებულ ძალადობას გეგმავს. ამბოხების სცენარის ვერსიას „ქართული ოცნებისთვის“ ის კვლევა ამყარებს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის ინფორმაციითვე ოპოზიციას აინტერესებს საზოგადობის აზრი, პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმათთვის ვისაც არ დააკმაყოფილებს შედეგი. მმართველი პარტიის ამ განცხადების საპასუხოდ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება უბრალოდ ხალხის დაშინებას ცდილობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი