ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე თელავის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

04 ნოემბერი 2020, 11:33 1009 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. გამოძიების  ინფორმაციით,  სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი ინსპექტორ-გამომძიებელი   შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში  გადაიყვანეს. გამოძიება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში