ბათუმში ოპოზიცია მოქმედების სტრატეგიას ცვლის

05 ნოემბერი 2020, 18:06 1609 ნახვა

2 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიცია აჭარაში 8 ნოემბერს დაანონსებულ  ფართომასშტაბიანი გამოსვლისთვის  ემზადება. საკოორდინაციო საბჭოს მიერ შეცვლილი სტრატეგიის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა დღეიდან მოსახლეობაში გასვლა და მათთვის ბუკლეტების დარიგება დაიწყეს. 

ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ  კვირას 15:00 აჭარის მთავრობასთან ჩანიშნულ აქციას და გააპროტესტონ მათი თქმით, გაყალბებული არჩევნები, ასევე მოითხოვონ მისი ხელახალი ჩატარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში