აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

18 ნოემბერი 2020, 10:21 665 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მასში წერია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება ერთგული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის 2008 წლის შეჭრას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია. როგორც მონაწილე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოში კონფლიქტის საკითხზე, შეერთებული შტატები განაგრძობს აქტიურ როლს ამ პრინციპების მხარდაჭერაში",- ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე საუბარია ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან თანამშრომლობაზე.

"ტრამპის ადმინისტრაციამ იმუშავა ჩვენი ორმხრივი კავშირების განმტკიცებაზე. აშშ-საქართველოს ქარტიის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კვლავ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს დემოკრატიის საკითხებზე ორმხრივ სამუშაო ჯგუფებთან ჩვენი დისკუსიისთვის; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული საკითხები და ხალხთაშორის კულტურული გაცვლა" -  წერია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში მისწრაფებას და აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველომ უკვე შეიტანა ალიანსის ოპერაციებში, მათ შორის, როგორც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი.

აღნიშნულია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს $ 100 მილიონიანი დახმარება გაუწია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში