დავით ზალკანიანმა საგარეო საქმეთა მინისტრების 42-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

28 ნოემბერი 2020, 12:25 786 ნახვა

„საქართველომ კოვიდ-19-ის აფეთქების დროსაც შეინარჩუნა სატრანსპორტო და სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია“ - განაცხადა  დავით ზალკალიანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ სხდომაში.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პოზიტიური შედეგები. გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ მოსალოდნელია კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში რეგიონის მნიშვნელობის ზრდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების კუთხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში