ინგლისში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

05 იანვარი 2021, 12:40 845 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ინგლისის მასშტაბით ახალი "ლოკდაუნი" გამოაცხადა თებერვლის შუა რიცხვებამდე, რათა შენელდეს კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტით ინფიცირება. პრემიერ ჯონსონის თქმით, მოსახლეობა კვლავ სახლებში უნდა დარჩეს, როგორც ეს პანდემიის პირველი ტალღის დროს, მარტში იყო - ამჯერად იმიტომ, რომ მისი განცხადებით, ვირუსის ახალი ვარიანტი "იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელი" ფორმით ვრცელდება.

ახალი წესებით, დახურული დარჩება დაწყებითი და საშუალო სკოლები, კოლეჯები. ყველა არააუცილებელი ნივთის მაღაზია და ასევე თავის მოვლის სერვისები. რესტორნებს მხოლოდ საკვების გარეთ გაცემა შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში