მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 116 მილიონს გადააჭარბა

05 მარტი 2021, 12:37 139 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 116 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა -Wordometters აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან კოვიდ 19-ით  ორი მილიონ 500-ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 91 მილიონ  800 ათასს აღემატება.ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21მილიონ 700 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში