ბათუმში „სირცხვილიას“ აქტივისტებზე პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობას სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

05 აპრილი 2021, 14:54 1697 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 3 აპრილს ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში  აქტივისტების დაკავების საქმეზე, პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტებს. 

''საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით'' - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 

3 აპრილს ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. გვიან ღამით სამართალდამცველები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შევიდნენ. პოლიციამ  რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ორგანიზაციის წევრები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში