სახალხო დამცველის ანგარიში

06 მაისი 2016, 00:00 3751 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის განხილვა გრძელდება. დეპუტატები დღეს მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ლტოლვილთა განსახლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს მოუსმენენ. ანგარიში 1260 გვერდს მოიცავს, მასში საუბარია პატიმართა, დევნილთა, ოკუპირებულ და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე. ყველაზე მეტი შენიშვნა და რეკომენდაცია სასამართლო სისტემაზეა, კონკრეტულად კი სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების  კრიტერიუმების დახვეწასა და განჩინების დასაბუთებას მოითხოვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში