საქართველოში დღეს სენატორებს ელოდებიან

02 ივნისი 2021, 15:03 953 ნახვა

საქართველოში ევროპელი მედიატორების შემდეგ სენატორები ჩამოდიან ოფიციალური ვიზიტით. ორი დღის განმავლობაში სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები შეხვდებიან და მთავარ სათქმელს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ადგილზევე მოისმენენ ქართველი პოლიტიკოსები.

სენატორები დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის - თქვა ამერიკის ელჩმა. 

რა გზავნილები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს და რისთვის ჩამოდიან სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში