ფილიპ რიკერი ოპოზიციას შეხვდა

08 ივნისი 2021, 11:50 656 ნახვა

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, შარლ მიშელის დოკუმენტი, ქვეყნის განვითარება და ევროატლანტიკური კურსი - ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის წევრებმა და ფილიპ რიკერმა. ისაუბრეს იმ გზავნილებზე, რომლებიც გაჟღერდება ნატოს სამიტზე, ასევე ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რამდენად სრულდება ან არ სრულდება შეთანხმება, რა მდგომარეობაა საარჩევნო რეფორმის კუთხით, რა უნდა გაკეთდეს სასამართლო რეფორმის კუთხით, როგორ უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა რეგიონის შემოვლა საქართველოდან დაიწყო. ის თბილისის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ბაქოსა და ერევანს ეწვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში